კერძოდ ქართული ცურვა
ჰენრი კუპრაშვილის მიერ გაცოცხლებული ქართული ცურვის უნიკალური სახეობანი: „ლაზური“, ანუ „თავისუფალი კოლხური“ და „ოკრიბულა“, (სპორტული სტილი), „ხელფეხშეკრული კოლხური“ (სამხედრო-საწვრთნელი სტილი); „აფხაზური“, „იბერიული“, „ქიზიყური“, „ხაშურული“, „თახვია“ (სავარჯიშო საწრთვნელი ყაიდები) ადამიანის წარმოდგენას ცვლის ცურვის შესახებ.
1960-იანი წლების დასაწყისში, ანაკლიის მახლობლად სოფ. ერგეტაში, მეგრელ ბერიკაცს ლევან ქურსუას (1887-1969) აქვს მოყოლილი ქართული ლეგენდა, რომ უძველეს დროში კოლხი(ლაზი) და იბერიელი მეომრები სამხედრო მომზადების დროს იყენებდნენ ხელფეხშეკრული ყაიდით ცურვას.(ჰენრი კუპრაშვილი. ქართული ცურვა. სახელმძღვანელო. მეორე გამოცემა. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ქუთაისი. 2005)
ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ახირებადაც კი მოეჩვენოს ზოგიერთს, მაგრამ სინამდვილეში იგი მეომრის აღზრდისა და ჩამოყალიბების უფრო ღრმად გააზრებულ ფსიქოლოგიურსაფუძველს ემყარება. კერძოდ, ხელფეხშეკრული (როდესაც ოთხივე კიდურია გაკოჭილი) ცურვა ორ მიზანს ისახავდა:
- მეომრის ფსიქოლოგიური მომზადება და მასში მებრძოლი სულის გაძლიერება. ადამიანი თუ წყლის სტიქიისადმი ბუნებრივ შიშს (წყლის სტიქიის პირისპირ ადამიანის ხელფეხშეკრულ მდგომა-რეობაში ყოფნა ინსტინქტურად სიკვდილისადმი ბუნებრივ შიშს იწვევს ხელფეხშეკრული დაძლევს (ადამიანის მარად თანმდევ ამ დამთრგუნველ სინდრომს დაამარცხებს), ცხადია, მისგან ძლიერი მებრძოლი დადგება და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყოველგვარ წინააღმდეგობას ადვილად გადალახავს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა მოექცეს.
- ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში, თუ შანსი მიეცემოდა (მაგალითად, გემიდან წყალში აღმოჩნდებოდა და ა.შ.), ხელფეხშეკრულიც კი დააღწევდა თავს.