პირველი კომპიუტერული თამაში გამოიგონეს ამერიკელმა ფიზიკოსებმა ტომას გოლდმსიტმა და ესტლ რეი მანმა 1948 წელს. თამაშებში იწერებოდა ახლად შექმნილი კომპიუტერებისთვის. დროთა განმავლობაში თამაშები დაიხვეწა, განვითარდა და დიდი პოპულარობა მიოპოვა მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით დიდ წარმატებას იაპონიაში 1978 წლისთვის მოიპოვა. შესაძლებელია თამაშები აღვიქვათ ვირტუალური რეალობის ერთგვარ დრამატულ ფორმად, რომელსაც ხუთი საკვანძო ელემენტი აქვს: სტილი, ფაბულა, გმირი, დეკორაცია და მუსიკა - ლაითმეტები. ამიტომაც თამაშებში, ისევე როგორც კინოფილმებსა თუ მულტფილმებში, განსაკუთრებულად დიდი დრო ეთმობა მუსიკას. იგი სრულად ავსებს თამაშის ვიზუალს, შინაარსს, მიჰყვება გმირის მოქმედებას და იქმნება სრულყოფილი პროდუქტი. თამაშებისათვის მსოფლიოს მრავალი კომპოზიტორი წერს მუსიკას. ზოგიერთი თამაშის მუსიკა იმდენად პოპულარული გხდა, რომ მას სიმფონიური ორკესტრი და ცნობილი შემსრულებლები ასრულებენ. 2012 წელს აშშ-მა კომპიუტერულ თამაშებს ხელოვნები დაეგის სტატუსი მიანიჭა და ნაციონალური კულტურის მონაპოვრად აღიარა.
თამაშების შექმნის ისტორია
ვიდეო თამაშების ისტორიას საფუძველი ჩაეყარა 1950-იან წლებში, როდესაც მეცნიერებმა დაიწყეს მარტივი თამაშებისა და სიმულაციების შექმნა თვიანთი კვლევების ფარგლებში. ვიდეო თამაშებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა 1970-1980-იან წლებში, როდესაც ფართო საზოგადოებას წარუდგინეს არკადული თამაშები და სათამაშო კონსოლები, რომლებსაც გააჩნდათ ჯოისტიკი, ღილაკები და სხვადასახვა სახის კონტროლერი. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ვიდეო თამაშები იქცა გართობის წამყვან დარგად და მასობრივი კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული თამაში იყო „Spacewar!“, შექმნილი მეცნიერთა ჯგუფის მიერ. ადრეული არკადული თამაშები შეიქმნა 1972-1978 წლებში. 1970-იანებში გამოჩნდა პირველი თაობის სახლის კონსოლები, მათ შორის პოპულარული თამაში „Pong“ და მისი მრავალი „კლონი“. აღნიშნული პერიოდი, ასევე იყომეინფრეიმ კომპიუტერების ერა. არკადული ვიდეო თამაშების ოქროს ხანა დაიწყო 1978 წელს და გაგრძელდა 1982 წლამდე. ხურდის სათამაშო აპარატები, არკადული სისტემები და სახლის კონსოლები, როგორებიც არის Atari 2600 და Intellivision, (რომელთა მიერთება და თამაში შესაძლებელი იყო სტანდარტულ ტელევიზორებზე) ფართოდ იყო გავრცელებული სავაჭრო ცენტრებსა თუ სხვადასხვა დაწესებულებებში. 1980-იანებში ბაზარზე გამოჩნდა ადრეული ონლაინ თამაშები და პორტატიული სათამაშო კონსოლები. სწორედ ამ პერიოდში, 1983 წელს მოხდა 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი. 1976 წელს დაიწყეს მეორე თაობის კონსოლების შექმნა და გაგრძელდა 1992 წლამდე.
ტომას გოლდსმიტი და ესტლ რეი მანი
,, speacewar "
დროთა განმავლობაში თამაშები დაიხვეწა, განვითარდა, განვითარდა ასევე კომპიუტერები და ძალიან პოპულარული გახდა.უფრო მეტი თამაში გამოვიდა ერთ-ერთი ასეთი თამაშია ,,super mario".
მარიოს შემდეგ ერთ-ერთი პოპულარული თამაში გახდა GTA- Grand Theft Auto
კიდევ ერთი ძალიან პოპულარული თამაშია ,,ABZU"










No comments:
Post a Comment