Friday, 10 May 2019

                                             რობოტოტექნიკა
       

  პროექტი წარმოადგენს line following რობოტების რბოლას. იგი აერთიანებს თანამედროვე ელექტრონიკის ორ მნიშვნელოვან ასპექტს: კომპიუტერულ საინჟინრო და პროგრამულ საინჟინრო მიმართულებებს. პროექტში მონაწილეობა არის უფასო და ემსახურება ბავშვების მომავალ გონებრივ განვითარებას.
მოზარდები არიან აღფრთოვანებული რობოტებით სხვადასხვა მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმებში, ჩვენ კი ვაძლევთ მათ საშუალებას რომ თვითონ ააწყონ, დააპროგრამონ და ერთმანეთს შეაჯიბრონ ისინი, ამისთვის მათი სურვილის მეტი არაფერია საჭირო. პროექტის საბოლოო მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების და რობოტოტექნიკის პოპულარიზაცია მოსწავლე ახალგაზრდებში.
  
  


რობოტი სოფია

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP-ის) ორგანიზებით, მსოფლიოში პოპულარული რობოტი სოფია საქართველოს ეწვია. რას წარმოადგენს, ვინ და რისთვის შექმნა ადამიანის მსგავსი ეს რობოტი? როგორია მისი შესაძლებლობები?
სოფია სოციალური ჰუმანოიდი რობოტია, რომელიც ჰონგკონგურმა კომპანია Hanson Robotics-მა შექმნა. სოფია 2015 წლის 19 აპრილს გაააქტიურეს, საზოგადოების წინაშე კი პირველად 2016 წლის მარტში, ტეხასის ქალაქ ოსტინში წარსდგა. რობოტს შეუძლია მიიღოს სახის 50 სხვადასხვა გამომეტყველება.
სოფიას აქტიურად აშუქებს მსოფლიო მედია, მასთან ჩაწერილია მრავალი მაღალპროფილური ინტერვიუ. მიუხედავად იმისა, რომ სოფიას ინტერვიუები შთამბეჭდავია და გამოირჩევა დახვეწილი პასუხებით, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მისი მრავალი მნიშვნელოვანი განცხადება გარკვეულწილად დადგმული, წინასწარ გაწერილია.





სიახლე  რობოტი რომელიცსახლს ალაგებს

დი­ა­სახ­ლი­სე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე შრო­მა­ტე­ვა­დი სახ­ლის და­ლა­გე­ბაა: მტვრის დაწ­მენ­და, მი­ნე­ბი­სა და სარ­კე­ე­ბის გა­სუფ­თა­ვე­ბა, ხა­ლი­ჩის მო­წეს­რი­გე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ა­ბა­ზა­ნოს, ტუ­ა­ლე­ტი­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს მო­წეს­რი­გე­ბაა რთუ­ლი.
თუმ­ცა, თა­ნა­მედ­რო­ვე ელექტრო­ნუ­ლი დი­ზა­ი­ნის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის The Mab-ის წყა­ლო­ბით, ეს პრობ­ლე­მა ად­ვი­ლად მოგ­ვარ­დე­ბა. კო­ლუმ­ბი­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ად­რი­ან პე­რეზ ზა­პა­ტა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინო­ვა­ცი­ურ მო­წყო­ბი­ლო­ბას სთა­ვა­ზობს - რო­ბო­ტი, რო­მელ­შიც პა­წა­წი­ნა რო­ბო­ტე­ბია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. დი­ა­სახ­ლისს მხო­ლოდ ღი­ლაკ­ზე ხე­ლის და­ჭე­რა მო­უ­წევს და ოთა­ხი რამ­დე­ნი­მე წამ­ში პა­ტა­რა რო­ბო­ტე­ბით აივ­სე­ბა, რო­მე­ლიც ძი­რი­თად ტექ­ნი­კას­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე რო­ბო­ტი ჰა­ერ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბა და ყვე­ლა წერ­ტი­ლი­დან მტვერს შე­ის­რუ­ტავს.


რობოტი რომელიც სახლს ალაგებს-ის სურათის შედეგი
590 × 390
          

No comments:

Post a Comment

                                                       ცურვა                                 კერძოდ ქართული ცურვა ჰენრი კუპრაშვილის  მი...