Thursday, 16 May 2019

                                            ფრინველთა სამყარო
                   

                             საქართველოში გავრცელებული  ფრინველები
1 აპრილი ფრინველთა საერთაშორისო დღეა (Internacional Bird Day), sputnik საქართველო ესაუბრა ქართველ ორნიტოლოგს ზურაბ ჯავახიშვილს, რომელმაც გამოყო საქართველოში მობინადრე ფრინველთა განსაკუთრებული სახეობები.
საქართველო, მიგრანტ და გადამფრენ ფრინველთათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. ყოველ წელს ქვეყანას გადაუფრენს მილიონზე მეტი ჩიტი. ამ მოვლენისთვის თვალის დევნება შეუძლია ყველა მსურველს, ვინც აჭარაში 2012 წლის მერე მუდმივად მიმდინარე ფესტივალს (Birdwatching) ესწრება.
ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფრინველი, რომელიც დღეს საქართველოში გვხვდება — გავაზია(ლათ. Falco cherrug) სამწუხაროდ ძალიან მცირე პოპულაციაა, მხოლოდ სამი ბუდეა ნაპოვნი. ფრინველი წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც გადაშენების გზაზე მყოფი სახეობა. მისი ღირებულება რამდენიმე ათეულ ათას დოლარს შეადგენს. ბაზიერები ძირითადად სხვა ჩიტებზე სანადიროდ იყენებენ, ამიტომაც აქვს დიდი ფასი.


 
                                                                   გავაზი
ბარიგავაზი (ლათ. Falco cherrug) — მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 60 სმ-მდეა, ფრთების შლილი 130 სმ-მდე. დედალი მამალზე დიდია. ბუმბული ზურგზე მორუხო-მურაა, მუცელზე თეთრი, მურა ან შავლაქებიანი. ბარი ბუდობს ველისა და ტყე-ველის ზონაში, მთაში. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში. იზამთრებს თავისი გავრცელების არეალის სამხრეთ ნაწილში, აგრეთვე ინდოეთსა და აფრიკაში. ბუდეს იკეთებს კლდეზე, ზოგჯერ ხეზე და სხვის ბუდეშიც იბუდებს. დებს 3-6 კვერცხს. ბარი მსხვერპლს იჭერს ფრენისას, შეუძლია აიტაცოს მიწიდანაც. იკვებება პატარა და საშუალო ზომის ფრინველებით, თრიებით, მემინდვრიებითა და სხვა მღრღნელებით, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს. ბარს წვრთიან ფრინველებზე, კურდღლებსა და ქურციკებზესანადიროდ. საქართველოში გვხვდება 
ზამთრობით.
გავაზი-ის სურათის შედეგი




                                                       შურთხი
შურთხი (ლათ. Tetraogallus), ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. აქვთ მკვრივი ტანი, მაგარი ნისკარტი და ფეხები (მამლებს მოკლედეზებიანი). მათი სხეულის სიგრძე 50-70 სმ აღწევს. შეფერვაში ჭარბობს რუხი და თეთრი ფერები. გვარი მოიცავს 5 სახეობას, ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ხუთივეა გავრცელებული - კავკასიონზე, მცირე კავკასიონზე, ციმბირის, შუა და ცენტრალური აზიის მაღალმთიანეთში. საქართველოში ბინადრობენ კავკასიური და კასპიური შურთხები (უკანასკნელი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში"). ვერტიკალურად ვრცელდებიან ზღვის დონიდან 1600-1400 მ-ზე. გაზაფხულზე ტიხტიხის შემდეგ დედალი პატარა ორმოში დებს 8-10 კვერცხს და კრუხობს 3 კვირაზე მეტხანს. შურთხები იკვებებიან მცენარეთა კვირტებით, ყლორტებით, თესლით, კენკრით, ბოლქვებით, იშვიათად მწერებით. ამჟამად საქართველოში ცხოვრობს 10 ათასი კავკასიური და 50 ცალამდე კასპიური შურთხი.

Tetraogallus tibetanus.jpg                              áƒ¨áƒ£áƒ áƒ—ხი-ის სურათის შედეგი   

Wednesday, 15 May 2019

                                                      კომპიუტერული თამაშები

                 პირველი კომპიუტერული თამაში გამოიგონეს ამერიკელმა ფიზიკოსებმა ტომას გოლდმსიტმა და ესტლ რეი მანმა 1948 წელს. თამაშებში იწერებოდა ახლად შექმნილი კომპიუტერებისთვის. დროთა განმავლობაში თამაშები დაიხვეწა, განვითარდა და დიდი პოპულარობა მიოპოვა მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით დიდ წარმატებას იაპონიაში 1978 წლისთვის მოიპოვა. შესაძლებელია თამაშები აღვიქვათ ვირტუალური რეალობის ერთგვარ დრამატულ ფორმად, რომელსაც ხუთი საკვანძო ელემენტი აქვს: სტილი, ფაბულა, გმირი, დეკორაცია და მუსიკა - ლაითმეტები. ამიტომაც თამაშებში, ისევე როგორც კინოფილმებსა თუ მულტფილმებში, განსაკუთრებულად დიდი დრო ეთმობა მუსიკას. იგი სრულად ავსებს თამაშის ვიზუალს, შინაარსს, მიჰყვება გმირის მოქმედებას და იქმნება სრულყოფილი პროდუქტი. თამაშებისათვის მსოფლიოს მრავალი კომპოზიტორი წერს მუსიკას. ზოგიერთი თამაშის მუსიკა იმდენად პოპულარული გხდა, რომ მას სიმფონიური ორკესტრი და ცნობილი შემსრულებლები ასრულებენ. 2012 წელს აშშ-მა კომპიუტერულ თამაშებს ხელოვნები დაეგის სტატუსი მიანიჭა და ნაციონალური კულტურის მონაპოვრად აღიარა.
   
      

                                                     თამაშების შექმნის ისტორია
ვიდეო თამაშების ისტორიას საფუძველი ჩაეყარა 1950-იან წლებში, როდესაც მეცნიერებმა დაიწყეს მარტივი თამაშებისა და სიმულაციების შექმნა თვიანთი კვლევების ფარგლებში. ვიდეო თამაშებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა 1970-1980-იან წლებში, როდესაც ფართო საზოგადოებას წარუდგინეს არკადული თამაშები და სათამაშო კონსოლები, რომლებსაც გააჩნდათ ჯოისტიკი, ღილაკები და სხვადასახვა სახის კონტროლერი. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ვიდეო თამაშები იქცა გართობის წამყვან დარგად და მასობრივი კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული თამაში იყო „Spacewar!“, შექმნილი მეცნიერთა ჯგუფის მიერ. ადრეული არკადული თამაშები შეიქმნა 1972-1978 წლებში. 1970-იანებში გამოჩნდა პირველი თაობის სახლის კონსოლები, მათ შორის პოპულარული თამაში „Pong“ და მისი მრავალი „კლონი“. აღნიშნული პერიოდი, ასევე იყომეინფრეიმ კომპიუტერების ერა. არკადული ვიდეო თამაშების ოქროს ხანა დაიწყო 1978 წელს და გაგრძელდა 1982 წლამდე. ხურდის სათამაშო აპარატები, არკადული სისტემები და სახლის კონსოლები, როგორებიც არის Atari 2600 და Intellivision, (რომელთა მიერთება და თამაში შესაძლებელი იყო სტანდარტულ ტელევიზორებზე) ფართოდ იყო გავრცელებული სავაჭრო ცენტრებსა თუ სხვადასხვა დაწესებულებებში. 1980-იანებში ბაზარზე გამოჩნდა ადრეული ონლაინ თამაშები და პორტატიული სათამაშო კონსოლები. სწორედ ამ პერიოდში, 1983 წელს მოხდა 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი. 1976 წელს დაიწყეს მეორე თაობის კონსოლების შექმნა და გაგრძელდა 1992 წლამდე.



                                   ტომას გოლდსმიტი და ესტლ რეი მანი


                 
                                            

                                                             ,, speacewar "




                  



                   დროთა განმავლობაში თამაშები დაიხვეწა, განვითარდა, განვითარდა ასევე კომპიუტერები და ძალიან პოპულარული გახდა.უფრო მეტი თამაში გამოვიდა ერთ-ერთი ასეთი თამაშია ,,super mario".



                                                         ,, super mario "









მარიოს შემდეგ ერთ-ერთი პოპულარული თამაში გახდა GTA- Grand Theft Auto




კიდევ ერთი ძალიან პოპულარული თამაშია ,,ABZU"



          

Friday, 10 May 2019

                                             რობოტოტექნიკა
       

  პროექტი წარმოადგენს line following რობოტების რბოლას. იგი აერთიანებს თანამედროვე ელექტრონიკის ორ მნიშვნელოვან ასპექტს: კომპიუტერულ საინჟინრო და პროგრამულ საინჟინრო მიმართულებებს. პროექტში მონაწილეობა არის უფასო და ემსახურება ბავშვების მომავალ გონებრივ განვითარებას.
მოზარდები არიან აღფრთოვანებული რობოტებით სხვადასხვა მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმებში, ჩვენ კი ვაძლევთ მათ საშუალებას რომ თვითონ ააწყონ, დააპროგრამონ და ერთმანეთს შეაჯიბრონ ისინი, ამისთვის მათი სურვილის მეტი არაფერია საჭირო. პროექტის საბოლოო მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების და რობოტოტექნიკის პოპულარიზაცია მოსწავლე ახალგაზრდებში.
  
  


რობოტი სოფია

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP-ის) ორგანიზებით, მსოფლიოში პოპულარული რობოტი სოფია საქართველოს ეწვია. რას წარმოადგენს, ვინ და რისთვის შექმნა ადამიანის მსგავსი ეს რობოტი? როგორია მისი შესაძლებლობები?
სოფია სოციალური ჰუმანოიდი რობოტია, რომელიც ჰონგკონგურმა კომპანია Hanson Robotics-მა შექმნა. სოფია 2015 წლის 19 აპრილს გაააქტიურეს, საზოგადოების წინაშე კი პირველად 2016 წლის მარტში, ტეხასის ქალაქ ოსტინში წარსდგა. რობოტს შეუძლია მიიღოს სახის 50 სხვადასხვა გამომეტყველება.
სოფიას აქტიურად აშუქებს მსოფლიო მედია, მასთან ჩაწერილია მრავალი მაღალპროფილური ინტერვიუ. მიუხედავად იმისა, რომ სოფიას ინტერვიუები შთამბეჭდავია და გამოირჩევა დახვეწილი პასუხებით, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მისი მრავალი მნიშვნელოვანი განცხადება გარკვეულწილად დადგმული, წინასწარ გაწერილია.





სიახლე  რობოტი რომელიცსახლს ალაგებს

დი­ა­სახ­ლი­სე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე შრო­მა­ტე­ვა­დი სახ­ლის და­ლა­გე­ბაა: მტვრის დაწ­მენ­და, მი­ნე­ბი­სა და სარ­კე­ე­ბის გა­სუფ­თა­ვე­ბა, ხა­ლი­ჩის მო­წეს­რი­გე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ა­ბა­ზა­ნოს, ტუ­ა­ლე­ტი­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს მო­წეს­რი­გე­ბაა რთუ­ლი.
თუმ­ცა, თა­ნა­მედ­რო­ვე ელექტრო­ნუ­ლი დი­ზა­ი­ნის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის The Mab-ის წყა­ლო­ბით, ეს პრობ­ლე­მა ად­ვი­ლად მოგ­ვარ­დე­ბა. კო­ლუმ­ბი­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ად­რი­ან პე­რეზ ზა­პა­ტა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინო­ვა­ცი­ურ მო­წყო­ბი­ლო­ბას სთა­ვა­ზობს - რო­ბო­ტი, რო­მელ­შიც პა­წა­წი­ნა რო­ბო­ტე­ბია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. დი­ა­სახ­ლისს მხო­ლოდ ღი­ლაკ­ზე ხე­ლის და­ჭე­რა მო­უ­წევს და ოთა­ხი რამ­დე­ნი­მე წამ­ში პა­ტა­რა რო­ბო­ტე­ბით აივ­სე­ბა, რო­მე­ლიც ძი­რი­თად ტექ­ნი­კას­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე რო­ბო­ტი ჰა­ერ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბა და ყვე­ლა წერ­ტი­ლი­დან მტვერს შე­ის­რუ­ტავს.


რობოტი რომელიც სახლს ალაგებს-ის სურათის შედეგი
590 × 390
          

Thursday, 2 May 2019

                                          9 აპრილი


                           ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ, ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.      
                
  • 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ფოტოები (პარლამენ

                                                       ცურვა                                 კერძოდ ქართული ცურვა ჰენრი კუპრაშვილის  მი...